logo
ENG



პუტინის თქმით, რუსი სამხედროები უკრაინაში "რუსეთს იცავენ"

25 იან 202318:56
3 წუთის საკითხავი
 
2023/01/25/10vmlwdrkit4rcj.jpg

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსი სამხედროები უკრაინაში "რუსეთს იცავენ".

"მიზანი [ომის] როგორც არაერთხელ მითქვამს, არის, უპირველეს ყოვლისა, ხალხის და თავად რუსეთის დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელთა შექმნასაც ისინი [უკრაინელები] ჩვენს მიმდებარე ისტორიულ ტერიტორიებზე ცდილობენ. ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ", - თქვა რუსეთის პრეზიდენტმა.

დღეს პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და მისი თქმით, ეს სწორედ უკრაინაში ბრძოლამ აჩვენა. ამასთან, ის აღნიშნავს, რომ ნებისმიერი რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ საერთო ჯამში, სისტემა მუშაობს და მწყობრშია.

რუსეთი უკრაინაში 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა. რუსულ სამხედრო ძალებს ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ლტოლვილად და იძულებით გადაადგილებულ პირად 10 მილიონზე მეტი ადამიანი იქცა.

რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება ომს "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს და ამასთან, რუსი მაღალჩინოსნები აღნიშნავენ, რომ "სპეცოპერაციის" მიზანი არის უკრაინის "დემილიტარიზაცია".


close დახურვა